ინსტრუქცია ტრენერებისთვის
Content Guidelines
ინსტრუქცია ინსტრუქტორს სასწავლო ვიდეოების მომზადებაზე
მოგესალმებით, კურსის მაღალი ხარისხის სტანდარტის შესანარჩუნებლად, გთხოვთ, ვიდეო კონტენტის მომზადებისას იხელმძღვანელოთ შემდეგი ინსტრუქციით:
1. ვიდეოების ხანგრძლივობა და ფორმატი
- ოპტიმალური დრო: სასურველია თითოეული ვიდეო გაკვეთილი იყოს 5-დან 10 წუთამდე ხანგრძლივობის.
- დასაშვები შუალედი: მინიმუმ 1 წუთი, მაქსიმუმ 20-25 წუთი.
- ფაილის მოცულობა: სწორი კონფიგურაციის შემთხვევაში, 5 წუთიანი ვიდეოს ზომა უნდა იყოს დაახლოებით 100-150 MB.
2. ხმის ხარისხი და საუბარი
- სისუფთავე: ხმა უნდა იყოს სუფთა, ფონური ხმაურის (ყეფა, მანქანების ხმა, ქარი) გარეშე.
- მონტაჟი: დაუშვებელია ვიდეოში ჩახველების, დახვეწილი პაუზების ან ზედმეტი “ნაგვის” დატოვება.
- დინამიკა: საუბარი უნდა იყოს უწყვეტი. თუ ეკრანზე რაიმე პროცესს ელოდებით (მაგ: პროგრამის ჩატვირთვა), ეს მონაკვეთი უნდა ამოიჭრას ან დაჩქარდეს, რათა არ შეიქმნას უმოქმედო პაუზები.
3. ვიდეოს ჩაწერის პარამეტრები (OBS Studio მაგალითზე)
ვიდეოს ჩაწერისას (Settings > Output > Recording) მიუთითეთ:
- ფორმატი: MPEG-4 (.mp4).
- ვიდეო ენკოდერი: NVIDIA NVENC H.264 (თუ არ გაქვთ NVIDIA-ს ბარათი, აირჩიეთ x264).
- ბიტრეიტი (Bitrate): 3000 Kbps.
- Rate Control: CBR.
- Keyframe Interval: 3 s.
- Preset: P5: Slow (Good Quality).
მსგავსი კონფიგურაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ სურათზე

4. დამუშავება და ექსპორტი (DaVinci Resolve მაგალითზე)
პროექტის გამართვა და საბოლოო შენახვა:
- Resolution: 1920 x 1080 HD (Full HD).
- Frame rate: 30 fps.
- Codec: H.264.
- Quality (Render): Best.
- Audio Sample Rate: 48.000 kHz.
- კონფიგურაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ სურათზე
ქვემოთ ასევე მოცემულია აუდიო ნორმალიზაციის რეკომენდირებული პარამეტრები ან ტრენერს შეუძლია თვითონ მოირგოს

რეკომენდირებული სარენდერო პარამეტრები

რეკომენდირებული აუდიო ნორმალიზაცია

5. სავალდებულო სატესტო ჩაწერა
სანამ მთლიან კურსს ჩაწერთ, აუცილებელია:
- ჩაწეროთ 1 ან 2-წუთიანი სატესტო ვიდეო, სადაც ისაუბრებთ და პარალელურად აჩვენებთ ეკრანს.
- დაამუშავოთ ეს ვიდეო ზემოთ მოცემული ექსპორტის პარამეტრებით.
- გამოგვიგზავნოთ ფაილი ხარისხის დასადასტურებლად.
შენიშვნა: თუ გაქვთ კითხვები რომელიმე ტექნიკურ პარამეტრთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ.